Friday, December 5, 2014

გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს

         შ ო ბ ა



 გურულებს დღესასწაულებზე  სხვადასხვა რიტუალი ქონდათ, საშობაო რიტუალი რომელიც დღემდეა შემორჩენილი მუცლის სო ღვეძლების დაცხობაა.  ღვეზლებს ადრე კეცებზე აცხობდნენ   ,, ... მუცლის სალოცავი პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი და შუაზე ერთი გამხმარი კვერცხია დატანებული, ყველა ერთი ზომისა და ღირსებისაა. ღირსება  ყველისა და კვერცხის მეტნაკლებობაშია და თითოეულ სულზე თითო ცხვება. ღვეზელი სამკუთხედია, ამასაც სათითაოდ აცხობენ, მაგრამ ის არაა ერთი ზომის. აცხობენ საუფროსოს და საუმცროსოს, ზოგს თითო 4-5 კვერცხს ,,მიურთავდნენ”, განსაკუთრების გამოაცხობდნენ აგრეთვე სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს.”
             

Thursday, December 4, 2014

ჯეოსტარი 2011 - ირაკლი აბაშიძე

პროექტი– ქიმიური ეკოლოგია

1.პროექტის სახელწოდება: ქიმიური ეკოლოგია
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაერკვნენ გარემოს ქიმიურად დაბინძურებაში
3.პროექტის აქტუალობა: ინფორმაციის ნაკლებობა გარემოს დაბინძურების შესახებ
4. პროექტის მიზანი: მიიღებენ ინფორმაციას გარემოს ქიმიური დამაბინძურებლების შესახებ და  გაეცნობიან    მათი მოცილების გზებს, განივითარებენ ურთიერთთანამშრომლობისა და ანალიზის უნარჩვევებს.     
5.მონაწილეთა ასაკი 15–16წ.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები: კედლის გაზეთი , პრეზენტაცია, სლაიდ –შოუ
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, მასალები ინტერნეტიდან
9.პროექტის მსვლელობა:მოსწავლეთა მუშაობა ჯგუფებში – ერთი ჯგუფი იკვლევს მრეწველობით გამოწვეულ დაბინძურებას, მეორე–ტრანსპორტით, მესამე კომუნალურ– საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მეოთხე მუშაობს კედლის გაზეთზე.
10.საგნებთან- ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ისტ
 11.პროექტის ხელმძღვანელი: ი. აბაშიძე, რუსთავის მე–7 საჯარო სკოლა
12.ხელმძღვანლის ელ. ფოსტა: inezaabashidze@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://inezaabashidze.blogspot.com/

ქიმიური ეკოლოგია

თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გარემო და მისი დაბინძურება. ქიმიური დაბინძურების დროს ადგილი აქვს ისეთი ნივთიერებების წარმოქმნას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გარემოზე.